forever alone baby

შემოვედი.. მარტოობაზე მინდოდა დამეწერა ორი სიტყვა, და არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო. მარტოობას როდის გრძნობთ ყველაზე მძაფრად? არ მითხრათ, მარტო არა ვართო, ჩვენ ყველანი მარტოები ვართ, უბრალოდ, ხან ცოტათი, ხან ძალიან… ვიძინებ – მარტო ვარ… ვიღვიძებ – მარტო ვარ… სამსახურში მივდივარ – მარტო… მოვდივარ – მარტო… მეგობრების მეტი რა მყავს, დაჟე ერთმანეთზე იწყებენ ეჭვიანობას – [...]

:))

გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ სადმე უფრო თბილ, მზიან და ზღვიან ადგილას.  იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა. როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში [...]

დედას

შაბათია, გარეთ წვიმს და ცივა. გუშინ ღამით დედა ჩამოვიდა ჩემთან, აეროპორტში დავხვდი და  მთელი გზა სახლამდე და მერე კიდე მთელი ღამე ბევრი ვილაპარაკეთ(როგორც ჩანს ბევრი დაგვიგროვდა სათქმელი და მოსაყოლი ერთმანეთისთვის) რაღაც რჩევები ვკითხე, დამარიგა," დამაკვალიანა".. მოკლედ, ბედნიერი ვარ ასეთი დედა რომ მყავს, როცა შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში მქონდეს მისი დახმარების და გვერდში დგომის იმედი.. მიხარია რომ [...]

სად დამეკარგე??!

რა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება? უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე. ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე რამდენიმე თვეა შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა  იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: [...]

სათაური არა ის

დილის ხუთი საათია… ცოტა სიგარეტი, არანაირი სასმელი, ბოლო კოვზ ყავას ვინახავ, გათენებას უნდა შევხვდე… 5 ღერი სიგარეტი… არ მეყოფა, ზუსტად ვიცი, უნდა ვიწვალო, საათზე უნდა ვიყურო სულ… ხო მართლა, ეს Swatch-ის საათები თურმე რა ხმამაღლა წიკწიკებს… ნევროზი არ მაქვს, უბრალოდ არ მაძინებს წამების ისრის წამდაუწუმ გაწამებული სირბილის ხმა.)))))) მუსიკა – რამდენიც გინდა, იმდენი მაქვს. აი [...]

week END

*** მოკლედ, რა მაინტერესებს : რომელი უფრო მართალია, ის განწყობა, რომელიც მაქვს შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, გინდა დილით, გინდა დღისით, გინდა საღამოს და გინდა ღამე, სახლში თუ გარეთ, მარტო თუ არა მარტო ყოფნისას, აი, სხვა როცა ვარ ხოლმე, სრულიად თავისუფალი იმ ყველაფრისგან და ლაღი, ან თუნდაც "დაგრუზული", თუნდაც იმით, რომ ვერ გავრკვეულვარ ჯერ კიდევ.... თუ [...]